სეზარ რიცის სახელობის კოლეჯი – სრულყოფილებისა და მომსახურების ტრადიცია სასტუმროებისა და რესტორნების მსოფლიო სტანდარტს განსაზღვრავს.
შვეიცარიის სეზარ რიცის სახელობის კოლეჯი – César Ritz Colleges Switzerland (CRCS) უკვე 40 წელია ინარჩუნებს სტუმარმასპინძლობის სფეროში შვეიცარიელი პიონერის, სეზარ რიცის სულისკვეთებას და სტუდენტებს სთავაზობს მრავალკამპუსიან სასწავლო გარემოს მეწარმეობასა და ბიზნესის მართვაზე ფოკუსირებით.
კოლეჯი აფასებს ინოვაციებს, მულტიკულტურულ ცნობიერებას და სტუდენტების პიროვნული განვითარებისადმი მზრუნველ მიდგომას. სასწავლებელი ამაყობს დამსაქმებელთა მსოფლიო ქსელითა და კურსდამთავრებულებით, რომლებიც პროფესიონალებად და ინდუსტრიის ისეთ ლიდერებად ყალიბდებიან, რომლებიც დამსაქმებლების მოლოდინებს აჭარბებენ. ეს კი სრულყოფილებისკენ სწრაფვით მიიღწევა.
კოლეჯი ამაყობს ლეგენდარული მეწარმის, სეზარ რიცის მემკვიდრეობით. თავდაუზოგავი შრომითა და ინოვაციების დანერგვით, მან წარმატებული კარიერა შეიქმნა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში და მსოფლიოს პირველი ლუქს კლასის სასტუმროებით სახელიც გაითქვა. სრულყოფილებისა და მომსახურების მისეული ტრადიცია სასტუმროებისა და რესტორნების მსოფლიო სტანდარტს განსაზღვრავს.
კოლეჯში აქცენტი კეთდება ინოვაციებსა და მეწარმეობაზე. ეს განაპირობებს სრულყოფილად შემუშავებული, რეალისტური ბიზნეს-გეგმის ჩამოყალიბებას, რომელსაც სწავლის დასრულების შემდგომ, კურსდამთავრებულები პრაქტიკულად განახორციელებენ. მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს თავდაჯერებით განახორციელონ თავიანთი სტრატეგიები.
THE-ICE-ის Global Premier რეიტინგში, სეზარ რიცის კოლეჯმა მეორე ადგილი დაიკავა.
სწავლის განმავლობაში, სტუდენტები სტუმარმასპინძლობის მნიშვნელოვან ხელოვნებას ეუფლებიან და მომსახურების მიმართ სწორი დამოკიდებულება უვითარდებათ. მათ ესმით, როგორ უნდა წარმოაჩინონ თავი და როგორ მოახდინონ ლიდერობის თვისებების დემონსტრირება. სტუდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანატოლებთან აქვთ ურთიერთობა და, შესაბამისად, უფრო გონებაგახსნილები და ცნობისმოყვარენი ხდებიან.
საბაკალავრო პროგრამა | ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
საბაკალავრო პროგრამა სტუმარმასპინძლობის ბიზნესის მენეჯმენტში
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სპეციალიზაციას სტუმარმასპინძლობასა და მეწარმეობის დარგში, ხოლო დიპლომს სტუმარმასპინძლობის ბიზნესის მენეჯმენტში იღებენ. კოლეჯი ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ) [Washington State University, USA] თანამშრომლობს და ბაკალავრის დიპლომს სწორედ ვაშინგტონის უნივერსიტეტი გასცემს. სტუდენტებს დიდი მოტივაცია აქვთ, რომ შექმნან რეალისტური ბიზნეს-გეგმა მასპინძლობის ინდუსტრიაში წარმატებული დებიუტისთვის.
3-წლიანი სწავლა მოიცავს ორ სტაჟირებას, სხვადასხვა კამპუსში გამოცდილების მიღებასა და საერთაშორისო ბიზნეს-გეგმების კონკურსში მონაწილეობას.
ლე ბუვრეს (ან ლუცერნის) და ბრიგის კამპუსები
ხანგრძლივობა: 3 წელი
სწავლის დაწყება: აპრილი/ივლისი/ოქტომბერი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- სრული საშუალო განათლება
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 160,040 შვეიცარიული ფრანკი (სამი წლის სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
მაგისტრის ხარისხი | ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
სამაგისტრო პროგრამა სტუმარმასპინძლობასა და ტურიზმის მეწარმეობაში
სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მეწარმეობის მაგისტრის დიპლომი გაიცემა დერბის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის [University of Derby,UK] მიერ. პროგრამა ამზადებს სტუდენტს იმისთვის, რომ სტაბილური და სარგებლიანი ბიზნესი წამოიწყოს. კურსდამთავრებულმა იცის, თუ როგორ გამოიყენოს ინოვაციური ბიზნეს-გადაწყვეტილებები და მდგრადი და სარგებლიანი ბიზნესი შეინარჩუნოს. ხარისხის მინიჭება ხდება სტუდენტის მიერ დამოუკიდებელი ბიზნეს-პროექტის მომზადების შემდეგ.
ბრიგის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყება: აპრილი/ოქტომბერი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 42,000 შვეიცარიული ფრანკი (სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
ფინანსური შეღავათები
ფინანსური შეღავათები შეზღუდული ოდენობით არის დაწესებული და უპირატესობა ენიჭებათ ადრეულ აპლიკანტებს.
დიპლომი / სერტიფიკატი | ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
ღვინის ბიზნესის მენეჯმენტის სერტიფიკატი
ღვინის ბიზნესის მენეჯმენტის ახალი პროგრამა მოიცავს კურსების ფართო სპექტრს – როგორ უნდა წამოიწყო ღვინის ბიზნესი, ღვინის მარკეტინგი, ღვინის ტურიზმი და ა.შ. კურსი ექვსი ორკვირიანი მოდულისგან შედგება. სეზარ რიცის კოლეჯი ერთადერთ დაწესებულებაა რეგიონში, რომელსაც მიღებული აქვს მსოფლიოში ცნობილი ფონდის „Wine & Spirit Education Trust (WSET)“ ოფიციალური აკრედიტაცია.
ბრიგის კამპუსი
ხანგრძლივობა: 3 თვე (6 x 2 კვირა)
სწავლის დაწყება: ივლისი, 2021
სწავლის სრული საფასურია 14,000 შვეიცარიული ფრანკი
პროგრამაზე მიღების პირობა:
ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
შვეიცარიის საგანმანათლებლო ჯგუფის (SEG) წარმომადგენელია საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@primestudy.ge
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა
ლე ბუვრეს კამპუსი
ლე ბუვრე ჟენევას ტბის თვალწარმტაც სანაპიროზე მდებარეობს, საფრანგეთის საზღვრიდან ხუთი წუთის სავალზე, მჩქეფარე ქალაქების მონტრესა და ლოზანასთან ახლოს.
კამპუსი გადაჭიმულია 26.000 კვ.მ.-ზე ტბის პირას, სადაც ძალიან მშვიდი და უსაფრთხო გარემოა.
ლუცერნის კამპუსი
გერმანულენოვანი ლუცერნი შვეიცარიის ნომერი პირველი ტურისტული მიმართულებაა. სტუდენტებს შეუძლიათ, ზაფხულობით ისიამოვნონ წყლის სპორტული სახეობებით ლუცერნის ტბაში, ხოლო ზამთარში შვეიცარიის ალპებს ესტუმრონ.
ბრიგის კამპუსი
ბრიგი ვალეს რეგიონში მდებარე უდიდესი გერმანულენოვანი ქალაქია. მისი თვალწარმტაცი, რიყის ქვით მოკირწყლული ცენტრი რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან ახლოს მდებარეობს, საიდანაც სტუდენტები ბერნში მატარებლით 1 საათში, მილანში კი, დაახლოებით, 2 საათში ჩადიან. ბრიგი შესანიშნავი ადგილია სპორტის მოყვარულთათვის, რომელთაც მთებისა და ტრადიციული შვეიცარიული ყოფის გამოცდა სურთ.
სასტუმროს მენეჯმენტის შვეიცარიული სკოლა (SHMS) – ნამდვილ სტუმარმასპინძლობას აქ ასწავლიან!
- ანა მამალაძე: Study in Latvia – ევროპული განათლების, დაფინანსებისა და პერსპექტივების მიღების ახალი გზა ქართველი სტუდენტებისთვის by ARIS.GE-განათლება
- როცა მსოფლიო ბრენდებისთვის სასურველი თანამშრომელი ხარ, გზა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გეხსნება! by სწავლა საზღვარგარეთ
- შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემია – ისწავლეთ კულინარების მაღალკვალიფიციური გუნდისგან მსოფლიო დონის კულინარიულ სკოლაში! by სწავლა საზღვარგარეთ