„სკოლები სთავაზობენ იმას, რაც აინტერესებთ ბავშვებს, ჩვენთან პირიქითაა“ – პედაგოგი ჭადრაკის სავალდებულო საგნად შემოტანაზე
სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი, მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნების პედაგოგი, თემურ სუყაშვილი, 19 მაისს, პირველ კლასში ჭადრაკის სავალდებულო საგნად შეტანის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
რომელი სკოლების პირველკლასელები ისწავლიან ჭადრაკს სავალდებულოდ სექტემბრიდან – მინისტრის ბრძანება
“მოვსპოთ არჩევანის უფლება. რაც შეიძლება მეტი იმპერატიული, ზემოდან წამოსული გადაწყვეტილება გვჭირდება. მონური მორჩილების ჩასანერგად იდეალური შესაძლებლობაა.
პოპულიზმში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, საქართველოს კონკურენტი არ ეყოლება. სტატისტიკური მშობლის გადმოსახედიდან მშვენიერი გადაწყვეტილებაა. რა ჯობია გონებრივ განვითარებას, არა?
საოცარი ამბავი ხდება ჩვენს თავს. მთელი განვითარებული სამყარო ცდილობს მოსწავლეთა საჭიროებების/ინტერესების გათვალისწინებას და სასწავლო პროგრამების აღნიშნულის მიხედვით შედგენას. სკოლები სთავაზობენ იმას, რაც აინტერესებთ ბავშვებს.
ჩვენთან პირიქითაა. ვტენით და ვტენით. თან არც არავინ ინტერესდება ვინ ასწავლის, გვყავს შესაბამისი რესურსი? და ა.შ. მე მარტივი სვლები ვიცი და გამოვდგები ჭადრაკის მასწავლებლად?”, – წერს თემო სუყაშვილი.
-
„ამ გამოცდებით მასწავლებლები ვიქნებით მუდმივ ტონუსში – აბა, ჩვენ ხომ ისე წიგნს არ გადავშლით?!…“
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„საერთოდ ქრება მომავალი დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესია, თუ როგორ ვართ? სად ვართ?“
by სოციალური ქსელები
-
„სინამდვილეში, ჩვენ არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გვაქვს და არც ტექნიკური“
by სოციალური ქსელები