GE

სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ქართული ენის ცოდნა სავალდებული იქნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, 2018 წელს დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იმ საჯარო სკოლებშიგამოცხადდება, სადაც დირექტორები  ამ დრომდე არ არიან არჩეულები საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის შესაბამისადდა   არც მინისტრის ბრძანებით  დანიშნულა.   სახელმწიფო ენის ცოდნა  სავალდებულო იქნება ყველა კონკურსანტისთვის.

ქართული ენა სავალდებულოა მათ შორის  იმ კონკურსანტებისთვისაც, ვინც ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებული  რაიონების სკოლებზე გააკეთებს განაცხადს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მაგალითად, ქვემო ქართლის რეგიონში სხვადასხვა მიზეზების გამო დირექტორის გარეშე დარჩენილ 9 საჯარო სკოლაში, სადაც დირექტორის მოვალეობის შესრულება სკოლის შიდა ბრძანებით დაკისრებული აქვს რიგით თანამშრომელს,  მოქმედი რეგულაციების შესაბამისად დირექტორის არჩევა პირველი რიგის ამოცანა იქნება.

როგორც მინისტრის მოადგილემ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, 2018 წელს იგეგმება როგორც დირექტორების სასერტიფიკაციო კონკურსი, ასევე დირექტორთაშესარჩევი კონკურსიც მხოლოდ იმ საჯარო სკოლებისთვის, სადაც დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის არჩეული ან დანიშნული.

„გარკვეულ სკოლებში არ გვყავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული დირექტორები. პერიოდულად,განათლების სამინისტრო აცხადებს დირექტორების სასერტიფიკაციო კონკურსს. კონკურსი შედგება ორი ნაწილისგან: ტესტური გამოცდა დაგასაუბრება, რომლის წარმატებით გადალახვის შემდგომ  კონკურსში მონაწილე პირი იღებს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს.

მას შემდეგ რაც  კონკრეტულ სკოლებში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება. კონკურსში მხოლოდ  სერტიფიცირებულ პირსშეუძლია მონაწილეობის მიღება. წინასწარ გამოქვეყნდება საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ერთ-ერთი    სავალდებულოდ განსაზღვრული მოთხოვნა სახელმწიფო ენის ცოდნაა. ქართული ენის ცოდნა სავალდებულო იქნება  იმ კონკურსანტებისთვისაც, ვინც ეთნიკურიუმცირესობით კომპაქტურად დასახლებული  რაიონების სკოლებზე გააკეთებს განაცხადს.

გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირისთვის ქართული ენის ცოდნა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველასათვის  აუცილებელი იქნება“-განაცხადა გიგაურმა და დასძინა, რომ კონკურსის გამოცხადების ზუსტი თარიღები განათლების მინისტრის ბრძანებით რეგულირდება.

ამავე თემაზე:

სკოლის დირექტორობის უფლება 7 წლით – რა ცვლილება შევიდა დირექტორის შერჩევის წესში

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი

სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური