GE

სკოლის მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა – რეგიონები და მონაწილეობის ინსტრუქცია

სასწავლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურმა მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. როგორც დაწესებულების მიერ, დღეს, 31 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საკონკურსო განცხადებების მიღება 2022 წლის 9 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, საქართველოს იმ ქმედითუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც არიან მინიმუმ 21 წლის და არ არიან ნასამართლევები. კანდიდატებს ასევე უნდა ჰქონდეთ მიღებული სრული ზოგადი განათლება, პროფესიულ ან უმაღლეს განათლებასთან ერთად. უნდა იცოდნენ სახელმწიფო ენა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა ჰქონდეთ.

მანდატურად დასაქმების მსურველებმა უწყების ელექტრონულ ფოსტაზე – hr@mandaturi.gov.ge-ზე შემდეგი დოკუმენტები უნდა გააგზავნონ:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • სრული ზოგადი განათლების ატესტატი და პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დიპლომი
  • სამოტივაციო წერილი

კონკურსი შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში ცხადდება:

1) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:

  • ქალაქი ჭიათურა – 1 ვაკანსია
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი დიმი – 1 ვაკანსია
  • ქალაქი ვანი – 1 ვაკანსია
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი მეორე სვირი – 2 ვაკანსია
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი დილიკაური – 2 ვაკანსია
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახშირღელე – 2 ვაკანსია
  • საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭალა – 2 ვაკანსია
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ოფშკვითი – 2 ვაკანსია
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გეგუთი -1 ვაკანსია
  • დაბა ხარაგაული -2 ვაკანსია
  • ქალაქი ხონი -1 ვაკანსია
  • ქალაქი ამბროლაური -2 ვაკანსია

2) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი დარჩელი – 1 ვაკანსია
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭითაწყარი – 1 ვაკანსია
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი შამგონი – 1 ვაკანსია
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ორსანტია – 2 ვაკანსია
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალაბასთუმანი – 2 ვაკანსია
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემი – 2 ვაკანსია
  • ქალაქი ჩხოროწყუ – 6 ვაკანსია
  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ხეთა -1 ვაკანსია
  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭალადიდი – 2 ვაკანსია
  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი საჯიჯაო – 1 ვაკანსია

3) სამცხე ჯავახეთის ცენტრი:

  • ქალაქი ახალქალაქი – 1 ვაკანსია
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კუმურდო – 2 ვაკანსია
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარტიკამი – 2 ვაკანსია
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაჩიანი – 2 ვაკანსია
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დილისკი – 2 ვაკანსია
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი წყრუთი – 2 ვაკანსია
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანი – 1 ვაკანსია
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტაძრისი – 2 ვაკანსია
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერი -1 ვაკანსია
  • ქალაქი ნინოწმინდა – 1 ვაკანსია

4) შიდა ქართლის ცენტრი:

  • ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი რუისი – 2 ვაკანსია
  • ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ხვედურეთი -2 ვაკანსია
  • ქალაქი კასპი – 3 ვაკანსია
  • კასპის მუნიციპალიტეტი სოფელი დოესი – 1 ვაკანსია

5) აჭარისა და გურიის ცენტრი:

  • ქალაქი ბათუმი – 4 ვაკანსია
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი თხილნარი – 1 ვაკანსია
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩაქვი – 2 ვაკანსია
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი დაგვა -1 ვაკანსია
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალა – 2 ვაკანსია
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯიხანჯური – 2 ვაკანსია
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამური – 2 ვაკანსია
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ახალშენი -1 ვაკანსია
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი – 1 ვაკანსია
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური – 1 ვაკანსია
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა – 2 ვაკანსია

6) ქვემო ქართლის ცენტრი:

  • ქალაქი წალკა – 2 ვაკანსია
  • დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი – 2 ვაკანსია

შერჩეული კანდიდატები მანდატურის პოზიციაზე 2022 წლის პირველი სექტემბრიდან დაინიშნებიან და მათი ხელფასი 875 ლარით განისაზღვრება.

ასევე იხილეთ:

რომელი სკოლები მიიღებენ კომპიუტერებს და ვისთვის იყიდიან 5 567 ლეპტოპს

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური