GE

სკოლის მანდატურთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა – ვადები და ვაკანტური ადგილები რეგიონების მიხედვით

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მანდატურების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

დაწესებულების მიერ დღეს, 10 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსი ცხადდება შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

ა) თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი: თბილისი – 23 ვაკანსია; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძეგვი – 1 ვაკანსია;

ბ) აჭარისა და გურიის ცენტრი: ბათუმი – 9 ვაკანსია; დაბა ქედა -1 ვაკანსია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერია -1 ვაკანსია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალი -1 ვაკანსია;

გ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:  ფოთი – 2 ვაკანსია; ზუგდიდი -2 ვაკანსია;  სენაკი – 1 ვაკანსია;  წალენჯიხა – 2 ვაკანსია;

დ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი: ქუთაისი – 3 ვაკანსია;  სამტრედია – 1 ვაკანსია;  ზესტაფონი – 2 ვაკანსია; ხონი – 2 ვაკანსია; ჭიათურა – 1 ვაკანსია; ონი – 1 ვაკანსია; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანი – 1 ვაკანსია;

ე) ქვემო ქართლი: მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი სადახლო – 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი თაზაკენდი – 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი აზიზქენდი – 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი ქეშალო – 1 ვაკანსია; ბოლნისი – 1 ვაკანსია; წალკა – 3 ვაკანსია; დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი – 1 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელი ქესალო – 1 ვაკანსია. გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელი ყარაჯალა – 1 ვაკანსია.

ვ) კახეთის ცენტრი: ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გავაზი -1 ვაკანსია; გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ვეჯინი – 1 ვაკანსია; თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალი – 2 ვაკანსია; თელავი – 3 ვაკანსია; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალი – 1 ვაკანსია; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი პატარძეული – 1 ვაკანსია; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო – 1 ვაკანსია;

ზ) სამცხე-ჯავახეთის ცენტრი: ახალქალაქი – 2 ვაკანსია; დაბა ასპინძა – 1 ვაკანსია;
თ) შიდა ქართლის ცენტრი: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი აღაიანი – 1 ვაკანსია.

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:

  • საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
  • ნასამართლობის არმქონე;
  • სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
  • სახელმწიფო ენის მცოდნე;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შრომის ანაზღაურება: 750 ლარი (დარიცხული).

საკონკურსო თემატიკა:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანება.

ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გასაგზავნი დოკუმენტაცია:

  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის (ცხრა კლასი) დასრულების შემთხვევაში, კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი(დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა, იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში.

მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

  • კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  • მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
  • მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
  • მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
  • იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.

საბუთების წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე:

  • hr@mandaturi.gov.ge კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;
  • მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა 2 თვე;
  • მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 სასწავლო წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია, მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.
  • დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების ფორმისა და დროის, კონკურსის შედეგების თაობაზე მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 10 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გაგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება;

განაცხადის შესავსებად დააკლიკეთ აქ – სააპლიკაციო ფორმა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით.

მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც შეირჩევიან მოსამზადებელი კურსების გასავლელად უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა ნასამართლობის შესახებ;
  • ცნობა პირის მსჯავრდების შესახებ;
  • ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
  • ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100).

მანდატურობის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან მოსამზადებელ კურსებს დანიშვნამდე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე (CV);
  • 2 ფოტოსურათი ¾-ზე, ასევე დისკზე ჩაწერილი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან
  • ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

ასევე იხილეთ:

„ხელფასების 10%-იანი ზრდა არასაკმარისია“ – რა თანხები ეთმობა განათლებასა და მეცნიერებას 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში და რა იგეგმება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური