სკოლის მიერ მასწავლებლის ანაზღაურებადი შვებულების თანხის მოთხოვნის წესი შეიცვალა – რა წერია მინისტრის ბრძანებაში

გიორგი ამილახვარმა ხელი მოაწერა ბრძანებაში ცვლილებებს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“.
8 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ცვლილება შეეხო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესს და გაიწერა, რომ საჯარო სკოლებს, ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებით დაფინანსება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საპენსიო შენატანი, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და ასევე, საჯარო სკოლის მასწავლებლის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის გამო, დამატებითი ანაზღაურების სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები.
რაც შეეხება სკოლის ვალდებულებას თანხების მიღებისთვის, ახალ დამატებულ პუნქტში განმარტებულია: გათვალისწინებული მონაცემები ითვალისწინებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო სკოლის მიერ ასახულ ინფორმაციას საჯარო სკოლის მასწავლებლის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის შესახებ.
“ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე, საჯარო სკოლის მასწავლებლის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების წარმოშობის შემთხვევაში, საჯარო სკოლა ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს 2023 წლის 1 იანვრიდან ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე პერიოდის ანაზღაურების მიზნით, შესაბამისი დამატებითი დაფინანსების გამოყოფას”, – წერია გიორგი ამილახვარის ბრძანებაში.
ბრძანება 8 მაისს ამოქმედდა.
-
15 ბავშვის მოწამვლის შემდეგ საბავშვო ბაღში მოკვლევა ტარდება by ინფოLIFE
-
100 და 200 ლარიანი დახმარებები ერთი და ორი წლით – რომელ ბავშვებს შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა by ინფოLIFE
-
ფულადი ჯილდოები მასწავლებლების, მოსწავლეებისა და აღმზრდელებისთვის – რას ითვალისწინებს ფოთის საკრებულოს დადგენილება by ARIS.GE-განათლება