GE

„სრული უპასუხისმგებლობაა, იქნებ დაგვდოს პატივი და დაგველაპარაკოს განათლების მინისტრი“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი განათლების მინისტრისგან სწავლის დაწყების შესახებ არსებული გაურკვევლობის გამო აკრიტიკებს და მოითხოვს, რომ მიხეილ ჩხენკელი მშობლებს დაელაპარაკოს.

“დღეს 17 აგვისტოა და სკოლების გახსნამდე ორიოდე კვირა რჩება.
სრული უპასუხისმგებლობაა რომ დღემდე არაფერი ვიცით მშობლებმა როდის, როგორ გარემოში მოუწევთ ჩვენ შვილებს სწავლის გაგრძელება, ან საერთოდ გაიხსნება თუ არა სკოლები სექტემბერში.

განათლების მინისტრი საარჩევნო შეხვედრებისთვის იცლის, მაგრამ მისი მთავარი საქმისთვის არ სცალია – კომუნიკაცია დაიწყოს მშობლებთან.
– მასწავლებლების უდიდესი უმრავლესობა აუცრელია;
– ბავშვები აუცრელი;
– სკოლების უმრავლესობაში მინიმალური სამუშაოები არ ჩატარებულა რეალობასთან დასაახლოებლად;
– ეს გაურკვევლობა სწავლის დაწყების დროსა და ფორმასთან დაკავშირებით შეუძლებელს ხდის მშობლებისთვის უახლოესი ერთი თვის დაგეგმვას.
იქნებ დაგვდოს პატივი და დაგველაპარაკოს განათლების მინისტრი.

ცნობისთვის, მიხეილ ჩხენკელი აქტიურად არის ჩართული “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში და 17 აგვისტოს საღამოს, ქობულეთში მერობის კანდიდატის წარდგენისას მან ასეთი განცხადებაც გააკეთა:  “საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი განათლების სისტემის მთლიანად განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს”.

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური