სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის უახლესი საბაკალავრო პროგრამა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამამ 7-წლიანი უპირობო აკრედიტაცია მოიპოვა. ახალი პროგრამა აბიტურიენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, კოდი ცნობარში – 088.
„აკადემიური ბაზრის სიღრმისეული შესწავლის შედეგად, ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი რესურსი როგორც საჯარო სექტორში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვლევებმა გვიჩვენა, რომ აუცილებელია მეტი პროფესიონალის მომზადება ამ მიმართულებით, განსაკუთრებით სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე“, – აღნიშნავს პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი გორაძე.
პროგრამის უნიკალურობა მდგომარეობს მის პრაქტიკულ მიმართულებაში. სასწავლო კურსებს უძღვებიან მოქმედი საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს საჯარო სამსახურის წამყვან პოზიციებზე მუშაობენ. პროგრამის შედგენისას გათვალისწინებული იქნა არა მხოლოდ უნივერსიტეტის ხედვა, არამედ საჯარო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციებიც.
პროგრამა ბალანსირებულად აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, თუმცა აქცენტი სწორედ რეალურ გამოცდილებაზე კეთდება. სტუდენტები შეისწავლიან არა მხოლოდ თეორიულ საფუძვლებს, არამედ განივითარებენ ლიდერობის უნარებს, რაც აუცილებელია თანამედროვე საჯარო მოხელისთვის.
“ჩვენს პროგრამაში შევიტანეთ ექსკლუზიური პრაქტიკული საგნები – ბიზნეს ეკონომიკა, ლიდერობა, სამართლებრივი კლინიკა და სხვა. მომავალ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს მრავალმხრივი უნარები – დაწყებული მარტივი განცხადების შედგენით, დამთავრებული რთული სტრატეგიული დოკუმენტების შექმნით“.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილებას. გარდა ერაზმუსის გაცვლითი პროგრამისა, უნივერსიტეტს აქვს ბილატერალური ხელშეკრულებები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს 1-2 სემესტრის განმავლობაში უფასოდ ისწავლონ და იცხოვრონ საზღვარგარეთ.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ მრავალფეროვანი კარიერული შესაძლებლობები. მათ შეეძლებათ დასაქმდნენ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მაკონტროლებელ ორგანოებსა და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამა უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია კვალიფიციური საჯარო მოხელეების მომზადების გზაზე, რომლებიც მომავალში წარმატებით უპასუხებენ სახელმწიფო მმართველობის გამოწვევებს.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი – შენი განათლებისა და მხარდაჭერისთვის by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნის მასშტაბური სასკოლო პროექტი – იდეების კონკურსი X, XI და XII კლასის მოსწავლეებისათვის დაიწყო by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სამი ზღვის უნივერსიტეტის ქსელს შეუერთდა by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი