თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა 15 სექტემბერს დაიწყება – ჩამონათვალი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა 15 სექტემბრიდან დაიწყება – აღნიშნულის შესახებ EDU.ARIS.GE-ს თბილისის მერიაში განუცხადეს.
„15-30 სექტემბრის ჩათვლით არის პირველი ეტაპი, შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვიმოქმედებთ. თუ 4 ოქტომბერს არ გაიხსნება ბაღები, შემდეგი ეტაპი გაგრძელდება“, – გვითხრეს დედაქალაქის მერიაში.
აღსაზრდელების მშობლებს საკვებ პროდუქტებს სპეციალური გრაფიკით საბავშვო ბაღის შენობაში და კოვიდრეგულაციების დაცვით გადასცემენ – ასეთია თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაცია, სადაც აღსაზრდელებისთვის ორ კვირაში ერთხელ გასაცემ პაკეტში შემავალი პროდუქტების სიაც დაგვისახელეს.
პროდუქტების ჩამონათვალი ასეთია:
შაქარი – 1კგ,
ფქვილი – 1 კგ,
შვრია – 1 კგ,
მაკარონი – 1კგ,
ხილფაფა – 1ც,
ზეთი – 1 ლ,
კვერცხი – 6 ც,
ჩაი – 1ც,
ყველი – 0,5კგ,
რძე – 2 ლ.
ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების გამო, სააღმზრდელო პროცესი თბილისის საბავშვო ბაღებში 4 ოქტომბრამდე არ დაიწყება.
ასევე იხილეთ:
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE