„ტენდერში ვინც უფრო იაფად შემოგვთავაზებს კალმებს იმას ვყიდულობთ, გამოსავალი არ გვაქვს“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი 2017 წლის აბიტურიენტების ჩივილს საწერ კალმებთან დაკავშირებით, გლდანის საგამოცდო ცენტრში მისვლის შემდეგ გამოეხმაურა.
„რაც შეეხება კალმებს, ნამდვილად პრობლემურია და ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამის გამო, თუმცა ბევრი რეზერვი გვაქვს თითოეულ საგამოცდო ცენტრში და რამდენჯერაც დასჭირდებათ კალმის შეცვლა, იმდენჯერ ვუცვლით.
„მოგეხსენებათ, ნაწერი სკანერდება და მას სპეციალური კალამი სჭირდება, ამიტომაც ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ ე.წ. გელიან კალამს. სამწუხაროდ, სიცხეს ვერ უძლებს ეს კალამი და პრობლემაც ამიტომ იქმნება. მოგეხსენებათ, ტენდერში ვინც უფრო იაფად შემოგვთავაზებს კალმებს იმას ვყიდულობთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს და შესაბამისად, ხარისხზე აქცენტს ვერ ვაკეთებთ.
„ეს არის პრობლემა, რომელზეც სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ტენდერის პირობებში როგორ უნდა ჩავწეროთ ის, რომ ხარისხიანი იყოს კალამი და გარანტია გვქონდეს, კონკრეტულ ტემპერატურაზე არაფერი მოუვიდეს კალამს, მართალი გითხრათ ამდენი წლის განმავლობაში ვერაფერი მოვიფიქრეთ“, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
დღეს და ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ.
40–გრადუსამდე სიცხე საგამოცდო ცენტრებში და ხელში ადუღებული სპეციალური კალმები – ექიმის შეფასება
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
როდის მეცოდინება გამოცდის დრო და ადგილი? – ინფორმაცია საგამოცდო ბარათის შესახებ 2026 წლის აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება
-
26 მაისის საზეიმო ღონისძიებები და საგანმანათლებლო აქტივობები – პროგრამა რეგიონების მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება