უამინდობის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება გადაიდო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო გადაიდო. ინფორმაცია დღეს, 12 იანვარს, გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ გაავრცელა და მშობლებს მიმართა.
„აღსაზრდელთა მშობლების საყურადღებოდ. უამინდობის და ძლიერი ყინვების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა – ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი 16 იანვრის ნაცვლად, განახლდება 20 იანვარს“, ვკითხულობთ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ადმინისტრაციის წერილში.
გადაიდება თუ არა სწავლა სხვა მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში, სადაც უხვი ნალექი მოვიდა, ჯერჯერობით უცნობია.
-
60 ვაკანსია თბილისში და 36 რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
by ინფოLIFE
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE