„უნარებში IV ვარიანტის ტექსტები მესამე ვარიანტისას დაემთხვა“ – როდის გამოქვეყნდება ტესტური დავალებები
ზოგადი უნარების გამოცდა დასრულდა. გამოცდის მეორე დღის პირველ სესიაზე აბიტურიენტთა 97%–მდე გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი გამოცდაზე აპლიკანტთა 96%–ზე მეტი აპლიკანტი მივიდა. დაფიქსირდა დაგვიანების შემთხვევებიც.
როგორც აბიტურიენტების უმეტესობა გამოცდის მეორე სესიის დასრულების შემდეგ EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, მათემატიკური ნაწილი გაცილებით რთული იყო ვიდრე ვერბალური.
„ვიტყოდი, რომ მარტივი არც ერთი ნაწილი არ იყო, მაგრამ მათემატიკური მაინც უფრო გამიჭირდა. ვერბალურში ერთადერთი რთული, ალბათ, ისეთი სიტყვები იყო, რომელთა მნიშვნელობაც არ ვიცოდი“,- გვეუბნება აბიტურიენტი.
„მათემატიკური ნაწილი გაცილებით რთული იყო, ისე გამთიშა, რომ არაფერი აღარ მახსოვს რა შემხვდა“, – ამბობს კიდევ ერთი გლდანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტი.
აბიტურიენტების განცხადებით, ვერბალურ ნაწილში ერთი ტექსტი ცხოველების თვალის ევოლუციაზე იყო, მეორე რომისა და საბერძნეთის ქალაქების დაგეგმარების შედარება იყო საქართველოსთან.
„აღსანისნავია, რომ აბიტურიენტების მიერ ჩამოთვლილი ტექსტები ზოგადი უნარების გამოცდის მესამე ვარიანტის დავალებებს ემთხვევა“, – ამბობენ აბიტურიენტები.
რაც შეეხება ანალოგიებს, აპლიკანტები შემდეგ საკითხებს იხსენებენ: წისქვილი და საცერი; დაავადება და ვირუსი;
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 10 ივლისს უცხოური ენის გამოცდით გაგრძელდება. აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში ჩააბარებენ.
რაც შეეხება ზოგადი უნარების ტესტური დავალებებისა და პასუხების გამოქვეყნებას, გამოცდების ცენტრის ცნობით, ვარიანტები მიმდინარე დღეებში უნდა გამოქვეყნდეს.
ზოგადი უნარების III ვარიანტი – „რთული დავალებებია, ნაწილი მათემატიკას საერთოდ არ წერს“
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება