ზოგადი უნარების III ვარიანტი – „რთული დავალებებია, ნაწილი მათემატიკას საერთოდ არ წერს“
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017 გრძელდება, დღეს ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღეა. აბიტურიენტების ნაწილი მათემატიკურ ნაწილს მიიჩნევს მარტივად, ნაწილი კი ვერბალურს.
,,ვერბალური ნაწილი ძალიან რთული იყო. ანალოგიები ასეთი სახის შემხვდა: ჩამოთვლილი იყო სიტყვები – გამომეტყველება, ემოცია, ორგანიზმი, სიმპტომი, პრევენცია და დიაგნოზი“, – ამბობს გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აპლიკანტი ქეთევან ბაიაძე.
,,გამოცდა საშუალო სირთულის იყო, მაგრამ გამოცდის დროა ნაკლები. სექტორში თითქმის 80%-ს დრო არ გვეყო, რომ საკითხები კარგად გაგვეაზრებინა“, – თქვა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.
,,6,1 გავამრავლოთ 24 -ზე და 256,2 – 4,2 ეს მაგალითი იყო მოცემული უნდა გამოგვეთვალა რომელია მეტი” – ამბობს ლიკა სიდამონიძე.
„თემის გააზრებაში დარვინის შეხედულებები მოვიდა, ცხოველების მხედველობასთან დაკავშირებით. ტექსტი ძალიან რთული იყო. მათემატიკურ ნაწილში 6,6 კვადრატში, 6 კუბში იყო მოცემული და აქედან უნდა გაგვეგო რომელია ყველაზე მეტი“, – ამბობს გიორგი კოპაძე.
„მათემატიკური ნაწილი საერთოდ არ დამიწერია, ვერბალურს რაც შეხება რთული არ იყო. ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი“,- ამბობს გლდანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.
მეორე აპლიკანტის თქმით, წელს ეროვნულ გამოცდას მეორედ აბარებს და თვლის რომ გამოცდა რთული არ იყო, თუმცა შარშანაც მარტივი ეჩვენებოდა.
„შარშან სწორედ ზოგადი უნარების გამო ვერ მოვახერხე უმაღლესში ჩაბარება, ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა იმედი მაქვს რომ კარგად დავწერე.“
რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, ერთი ტექსტი საფრანგეთის ქალაქების განვითარებაზე იყო, მეორე დარვინის თეორიაზე, თუ როგორ უვითარდებოდა სხვადასხვა სახეობებს თვალის ფორმება“, – გვითხრა მეორე აბიტურიენტმა.
,,მათემატიკური ნაწილი უმარტივესი იყო ყველანაირად პრიმიტიული. პროცენტები გვქონდა ჩამოსათვლელი. ამოცანა იყო ასეთი: მოცემული იყო 4 ადამიანი. 4 ბურთი 4 რვეული და ერთი ალბომი ღირს 20 ლარიო რა და რამდენით მეტი ღირს ბურთი ალბომზეო.
“დიაგრამები იყო საქართველოსა და სომხეთში დასაქმებული ადამიანების პროცენტულობაზე. შედარებებში იყო რამდენიმე ისეთი სიტყვა, რომელიც გაგონილი არ მქონდა და ვერც ვიხსენებ ცოტა ძნელი სიტყვები იყო. შედარებებში ძაან მარტივად რომელიც მომეჩვენა იყო შეეგება -შეაგება ჩამოწერილი იყო წყვილები, რომელი აღნიშნავდა იგივეს და უნდა დაგვეწერა შესაფერისი პასუხი. კიდევ იყო კითხვა ალიბზე.
“ტექტსი მე-16 საუკუნის გოთემის არქიტექტურაზე შემხვდა. როგორ აღორძინდა და რა რეფორმები განახორციელა ქვეყანამ. მეორე ტექსტი იყო დარვინის თვალის ევოლუციის თეორიაზე”, – განაცხადა ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.
„უცხო სიტყვები იყო ბევრი. მთავარი იყო ლექსიკის მარაგი და არაფერი გაგიჭირდებოდა. ისეთი სიტყვები მოვიდა, სკოლაში არ ვსწავლობდით. ძირითადად, მედიიდან გვესმის მსგავსი სიტყვები და მათი განმარტებები უნდა ეძებო თვითონ“, – გვითხრა ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა აპლიკანტმა.
„სკოლაში გვქონდა ნასწავლი ის საკითხები, რომელიც გამოცდაზე მოვიდა, მაგრამ ჩემი სიზარმაცის გამო გამიჭირდა“, – აღნიშნა ასევე ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.
„ვერბალურში გამიჭირდა ანალოგიები. სიტყვები იყო რთული, მაგრამ მთლიანობაში არა უშავდა. სიტყვის შინაარსის გაგება გამიჭირდა თვითონ“, – განაცხადა ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა ანი მჭედლიშვილმა.
„გამოცდაზე ამინდმა ხელი შეგვიწყო. მე ძალიან მიყვარს გრილი ამინდი“, – გვითხრა ჯინიყაშვილმა ლაშამ.
ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღეს პირველ სესიაზე საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების დაახლოებით 97% გამოცხადდა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და ამით ზოგადი უნარების გამოცდა დასრულდება.
„მათემატიკური და ვერბალური ნაწილისთვის გამოყოფილი დრო საკმარისი არ არის“, – აბიტურიენტები
„ძალიან ბევრი რთული სიტყვაა“ – აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდის საკითხებზე საუბრობენ
მოამზადეს: ნიკა გაბლიშვილმა და გვანცა ღვედაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება