როგორია მოსწავლისა და მშობლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები ელექტრონულ ჟურნალში განახლებული წესით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების განახლებული წესი დამტკიცდა.
გივი მიქანაძის ბრძანებაში, რომელიც უკვე ძალაშია, გაწერილია სკოლის რომელი რგოლი რა ვალდებულებებითა და უფლებებით არის აღჭურვილი ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობისას და რა კონკრეტული აქტივობები რა ვადებში უნდა განხორციელდეს.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ მოსწავლისა და მშობლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალს:
მოსწავლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები:
1. მოსწავლე უფლებამოსილია გაეცნოს მის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში ასახულ შეფასებებს, გაცემულ დავალებებს, გაკვეთილებზე დასწრებისა და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას.
2. მოსწავლე უფლებამოსილია ამ წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილ ვადაში, საშინაო დავალება მასწავლებელს დაუბრუნოს ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით.
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილ ვადაში, საშინაო დავალება სპეციალურ მასწავლებელს/ფსიქოლოგს უნდა დაუბრუნოს ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით.
4. მოსწავლე უფლებამოსილია ელექტრონული ჟურნალის „ჩატის“ მოდულიდან დაუბრუნოს პასუხი მიღებულ შეტყობინებაზე ავტორს.
მშობლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები:
1. მშობელი უფლებამოსილია გაეცნოს ელექტრონულ ჟურნალში მისი შვილის შეფასებებს, გაცემულ დავალებებს, გაკვეთილებზე დასწრებისა და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას.
2. მშობელი უფლებამოსილია გაეცნოს ელექტრონულ ჟურნალში მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ მისი შვილის შესახებ დარღვევის აღრიცხვის ფურცლის ატვირთვის შესახებ შეტყობინებას.
3. მშობელი უფლებამოსილია ელექტრონული ჟურნალის „ჩატის“ მოდულიდან დაუბრუნოს პასუხი მიღებულ შეტყობინებაზე ავტორს.
რაც შეეხება ელექტრონულ ჟურნალში ავტორიზაციასა და რეგისტრაციას, ბრძანებაში ვკითხულობთ:
1. ელექტრონული ჟურნალის სუბიექტი და მომხმარებელი (გარდა მშობლისა), ელექტრონულ ჟურნალში ავტორიზაციას გადის მართვის სისტემის მიერ მინიჭებული მომხმარებლის სახელით (User) და პაროლით.
2. მოსწავლის მშობელმა ელექტრონულ ჟურნალზე წვდომისათვის უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ამის შემდეგ კი გაიაროს ავტორიზაცია.
3. ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე იგზავნება სმს კოდი. პირადი ნომრის და სმს კოდის საშუალებით ხდება პირველადი ავტორიზაცია, სადაც მომხმარებელს მოეთხოვება პაროლის შეცვლა.
4. ელექტრონულ ჟურნალში, რეგისტრაციის დროს მინიჭებული მომხმარებლის სახელის (User) და/ან პაროლის დავიწყების შემთხვევაში, მომხმარებლის სახელი (User) და/ან პაროლის აღდგენა შესაძლებელია.
ასევე იხილეთ:
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის გადაცემისა და გაყიდვის წესი დამტკიცდა – დეტალები
როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა
-
როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა by სკოლების ამბები
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by სკოლების ამბები
-
სასკოლო ფორმები 1-14 სექტემბრის პერიოდში უნდა შეიძინოთ – ეტაპები განისაზღვრა (ფოტოები) by სკოლების ამბები