წელს აბიტურიენტების საგამოცდო ბარათები და მისი მიღების წესი იცვლება
აბიტურიენტების საგამოცდო ბარათები ფორმას იცვლის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, საგამოცდო ბარათები A4 ფორმატის იქნება და მისი ამობეჭდვა ნებისმიერ აბიტურიენტს ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლება. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა Aris.ge – განათლების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
,,ადრე, საგამოცდო ბარათებს ვბეჭდავდით და ვარიგებდით. ბარათს ორმაგი დანიშნულება ჰქონდა: ერთის მხრივ, ჩვენ აპლიკანტებს-აბიტურიენტებს ვაწვდით ინფორმაციას, მეორე მხრივ კი, მასზე დატანილი შტრიხკოდით, ხდებოდა მათი გადანაწილება საგამოცდო ცენტრებსა და სექტორებში. წელს ფორმატი შეიცვლება ეს აღარ იქნება პატარა ბარათი, არამედ A4 ფორმატის ფურცელი, რომლის ამობეჭდვა აბიტურიენტს შეეძლება თავისი პირადი გვერდიდან, რომელიც მას რეგისტრაციის გავლის შემდეგ ენიჭება,”- განაცხადა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, ამით მოგვარდება მუდმივი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია საგამოცდო ბარათების დაზიანება დაკარგვასთან. აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა სასურველი რაოდენობით შეეძლებათ. ბარათებზე იქნება დატანილი ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების შესახებ და ასევე იმ მარშრუტების შესახებ, რომლებიც აპლიკანტების ცენტრამდე გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს ივნისის თვიდან შეეძლებათ, მას შემდეგ, რაც მათი ცენტრებში სექტორების მიხედვით გადანაწილება დასრულდება.
რას მიიჩნევს მაია მიმინოშვილი ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის გამოცდების მინუსად და პლუსად
ეკა არის© წივწივაძე
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან