ყოფილი ბუღალტერის დაკავების შემდეგ, ბრალი ქუთაისის მე-16 სკოლის დირექტორსაც წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) წარუდგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსაც მიმართა.
როგორც პროკურატურა 24 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.
“ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. მან არ დააწესა სათანადო კონტროლი და მონიტორინგი სკოლის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების ბუღალტერს უკანონოდ მიეთვისებინა 57 758 ლარი”, – წერია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
ქუთაისში ბუღალტერმა სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა – რას ამბობს დირექტორი
პროკურატურა განმარტავს, რომ ამავე სკოლის ბუღალტერი, რომელიც პარალელურად იყო ქუთაისის №22 საჯარო სკოლის ბუღალტერიც, ორივე სკოლიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე მიცემულია ქუთაისის №22 საჯარო სკოლის დირექტორიც და ორივე ბრალდებულის მიმართ საქმეები არსებითად იხილება სასამართლოში.
-
20-24 წლის ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 37,3%-ია – საქსტატის ანგარიში by ინფოLIFE
-
სკოლის მიერ მასწავლებლის ანაზღაურებადი შვებულების თანხის მოთხოვნის წესი შეიცვალა – რა წერია მინისტრის ბრძანებაში by ინფოLIFE
-
შსს-მ იმ სასკოლო ასაკის პირთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბოლო სამ თვეში გახდა by ინფოLIFE