„ყველანაირი აზრი დაკარგა ვირუსის შემთხვევის აღმოჩენისას კლასის დაკეტვამ“

„ომიკრონი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ მას ვეღარაფერი შეაჩერებს და ცალკეული კლასების დაკეტვა მუდმივად დაკეტილ კლასს ნიშნავს, ინფიცირების დროს კი სახლში ინფიცირებული უნდა დარჩეს და არა მთელი კლასი“, – აცხადებს განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია PH international-ის წარმომადგენელი მარინა უშვერიძე 11 თებერვალს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.
განათლების საკითხების სპეციალისტი, რომელიც გახსნილ სკოლებს უჭერს მხარს იმასაც ამბობს, რომ რისკჯგუფში მყოფთათვის ონლაინ სწავლების არჩევანის დატოვებაც აუცილებელია.
„ომიკრონის შტამის სწრაფ გავრცელებასთან ერთად ყველანაირი აზრი დაკარგა ვირუსის შემთხვევის აღმოჩენისას კლასის დაკეტვამ. ომიკრონი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ მას ვეღარაფერი შეაჩერებს მთელი ქვეყნის მკაცრი ლოქდაუნის გარდა, რასაც ვიცი, არ ვაპირებთ. ხოდა ნუ მივადგებით მაინცდამაინც ბავშვებს, სკოლებს და სპორტულ წრეებს.
“ინფიცირების შემთხვევისას სახლში უნდა დარჩეს ინფიცირებული მოსწავლე და არა მთელი კლასი. ასე ყველა შემთხვევაზე თუ კლასი დავკეტეთ, 30 ბავშვიან კლასში რიგ-რიგობით სულ ვიღაც ინფიცირდება და მუდმივად დაკეტილი იქნება კლასი. მიხვდა განვითარებული მსოფლიო, რომ ამ გზით სიარული არ ღირს. იმედი მაქვს, ჩვენც მალე მივხვდებით ამას. ონლაინ სწავლების არჩევანი იმ მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის, ვისაც განსაკუთრებული რისკი და ქრონიკული დაავადებები აქვთ, აუცილებლად უნდა დარჩეს. დანარჩენებმა კი უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. ნუ მოვუსპობთ ბავშვებს ბავშვობას“, – წერს მარინა უშვერიძე.
-
„მე რომ განათლების მინისტრი ვიყო“ – მენტორი მასწავლებლის გეგმა by სოციალური ქსელები
-
„საქართველოში განათლების მინისტრი თვეში დაახლოებით 4000 აშშ დოლარს აიღებს, მაშინ როცა მასწავლებლების ხელფასი 600 დოლარამდეა“ by სოციალური ქსელები
-
„გადახედეთ „მგზავრის წერილებს“ – როგორ ხსნის განათლების სპეციალისტი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოების პროტესტს by სოციალური ქსელები