5 მარტი, 2024 13:40
105-ე საჯარო სკოლაში დედების სახელობის ვარსკვლავი გახსნეს
თბილისის 105-ე საჯარო სკოლის პირველკლასებში გაზაფხულის დღესასწაული – დედის დღე ულამაზესი ღონისძიებით აღნიშნეს და დედების სახელობის ვარსკვლავიც გახსნეს,
როგორც სკოლის 5 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პატარებმა დედის დღე დედებს სიყვარულით სავსე ლექსებით, მხიარული სიმღერებით, ცეკვებითა და თეატრალური წარმოდგენებით მიულოცეს და მათთან ერთად შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.
ღონისძიების კულმინაციურ ნაწილში კლასის დამრიგებელმა შორენა ჟვანიამ დედებს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა. ვარსკვლავი სახელწოდებით ,,დედა სიყვარულია”.
ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი ქ-ნი სოფიო ხვედელიძე და დირექტორის მოადგილე ქ-ნი რუსუდან ხიჯაკაძე. მათ მიულოცეს დედებს დედის დღე და ნიჭიერ მოსწავლეებს წარმატებული გამოსვლა.?
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი



