20 დეკემბერი, 2023 13:26
146-ე საჯარო სკოლაში საუკეთესოდ მორთული საკლასო ოთახი გამოავლინეს
თბილისის 146-ე საჯარო სკოლამ წინასაახალწლოდ კონკურსი: “საუკეთესოდ მორთული საკლასო ოთახი” ჩაატარა და გამარჯვებულიც გამოავლინა.
როგორც სკოლაში EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, კონკურსი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და 19 დეკემბერს დასრულდა. გამარჯვებულია ინგა ხუბულურის სადამრიგებლო მე-4 “ე” კლასი.
“კონკურსში ჩართული იყვნენ როგორც დაწყებითი, ისე საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, გამარჯვებული კი მხოლოდ ერთი კლასი გახდა”, – განგვიცხადეს სკოლაში.
სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს და კონკურსში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.
საუკეთესოდ მორთული საკლასო ოთახის ფოტო:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რა ითვლება სკოლაში მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად და რა სახდელი შეიძლება დაგეკისროთ ამისთვის by სკოლების ამბები
-
შენიშვნა და გაფრთხილება სასკოლო ფორმაზე უარის თქმის გამო და მშობლის პასუხი, რომლის შვილიც ფორმის ტარებას არ აპირებს by სკოლების ამბები

