21 სექტემბერი, 2023 10:56
150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩინურს უფასოდ ისწავლიან
25 სექტემბრიდან, თბილისის #150-ე საჯარო სკოლაში ჩინური ენის შემსწავლელი ცენტრი იხსნება, სადაც მოსწავლეები, ერთი წლის განმავლობაში, ჩინურს სრულიად უფასოდ ისწავლიან.
როგორც სკოლის დირექტორმა, ირაკლი მექვევრიშვილმა EDU.ARIS.GE-ს 21 სექტემბერს განუცხადა, ჩინური ენის შემსწავლელი პროგრამა ერთწლიანია და 150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებს “კონფუცის ცენტრიდან” მოწვეული ჩინელი სპეციალისტი ჩაუტარებს.
რაც შეეხება მსურველთა ასაკს, პროგრამაში ჩართვა ნებისმიერი კლასის მოსწავლისთვისაა შესაძლებელი.
უკვე ცნობილია გაკვეთილების განრიგიც.
სკოლის ინფორმაციით, ჩინურის გაკვეთილები ჩატარდება N104 ოთახში, ორშაბათს და ოთხშაბათს: I გაკვეთილი: 14:30-15:10 საათი, II გაკვეთილი: 15:20-16:00 საათი.
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები