178-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებული მხიარული თამაში ჩაატარეს
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა უფასო სასკოლო კვების კვირეულთან დაკავშირებული თამაში ჩაატრეს, რომელშიც სკოლის დირექცია, მასწავლებლები და ყოფილი მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას.
როგორც საჯარო სკოლის 15 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ, თამაშის ფარგლებში მოსწავლეებს მასწავლებლების მიერ შექმნილი კითხვებისთვის უნდა გაეცათ სწორი პასუხი. ისინი თითოეულ სწორ კითხვაზე ქულის მაგივრად ხილს იგებდნენ. გაიმარჯვა იმ კლასმა, ვინც პირველი დაცალა კალათი.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს საინფორმაციო ხასიათის პლაკატებიც.
“საერთო ჯამში სახალისო, ჯანსაღი და საინფორმაციო თამაში გამოვიდა. მოსწავლეებს სიმბოლური სიგელები გადაეცათ. როდესაც ეს პრობლემა მოგვარდება, აუცილებლად ვიამაყებთ, რომ ჩვენი მცირე წვლილიც შევიტანეთ ამ საქმეში “, – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი