20 წელი მასწავლებლის პროფესიაში – „ეს კადრები მასწავლებლობას გადაგაწყვეტინებთ!” (+ვიდეო)
„ჩემი პირველი ხელფასი 14 ლარი გახლდათ, მაგრამ არც ამან შემაშინა. ჩვენ დროს, 20 წლის წინ, წარმოუდგენელი იყო გემეგობრა მასწავლებელთან, არსებობდა უხილავი ზღვარი, რომლის გადალახვაც შეუძლებელი ჩანდა. დღეს ვცდილობ, რომ ის, რაც ჩემ თაობას აკლდა, ეხლა შევივსო მოსწავლეებთან ურთიერთობით“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების საგნის პედაგოგი, ლევან კვარაცხელია, რომელსაც მასწავლებლის პროფესიაში ყოფნის 20 წელი შეუსრულდა.
ის პირადი არქივიდან იმ კადრებს გვიზიარებს, რომლებიც ფიქრობს, რომ ახალგაზრდებს მასწავლებლობას გადააწყვეტინებს.
“ყველაზე დიდი ჯილდო, რაც შეიძლება მიიღო არის ის, როცა მოსწავლე წლების შემდეგ გეტყვის, რომ შენმა სიტყვებმა და დამოკიდებულებამ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ყოველთვის კლასსგარეშე ურთიერთობაზე ვაკეთებდი აქცენტს, არაფორმალურ განათლებაზე, რაც აბსოლუტურად სხვა მხრიდან გაგვაცნობს და დაგვანახებს თითოეული მოსწავლის რეალურ შესაძლებლობებს. ყოველთვის ვეუბნები მოსწავლეებს, რომ საუკეთესო პროფესია, რომელიც შეიძლება ადამიანმა აირჩიოს, არის მასწავლებლობა, რადგან: მოსწავლეების მიერ შენი ასაკის, აზროვნებისა და შეხედულებების მუდმივი განახლება ხდება”, – აგვიხსნა პედაგოგმა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS