2023-2024 სასწავლო წლის დასასრულს გიმნაზიაში „აია-ჯესს“ ყოველწლიური პროექტი „წიგნების თარო“ ჩატარდა
2023-2024 სასწავლო წლის დასასრულს გიმნაზიაში „აია-ჯესს“ ყოველწლიური პროექტი, „წიგნების თარო“ ჩატარდა, რომელიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში არსებულის ანალოგია.
პროექტის მთავარი იდეაა მოსწავლეებისთვის ქართველი და უცხოელი კლასიკოსების ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა, მათი წიგნებისა და ნაწარმოებების გააზრება, გაანალიზება და გათავისება, ნაწარმოებებისადმი კრიტიკული მიდგომისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები კითხულობენ ქართველი და უცხოელი კლასიკოსების წიგნებსა და მოთხრობებს: აანალიზებენ, მსჯელობენ, ითავისებენ, ათანამედროვებენ ლიტერატურული ნაწარმოების გმირსა და იქ არსებულ სიტუაციას, ხედავენ მათს საჭიროებასა და აქტუალობას დღეს.
სკოლა მადლობას უხდის თამაშში მონაწილე მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასებს და პროექტის ხელმძღვანელს, ნონა კიკნაძეს.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS