GE
20 ნოემბერი, 2024 12:00

26 პირველკლასელის პირველი გულიანი ღიმილი – მასწავლებლის აქტივობა, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს (+ფოტო)

ნაირ-ნაირი აქტივობებით პედაგოგები კვლავ განაგრძობენ მოსწავლეთა გაკვირვებას და მათ პატარა სახეზე სიხარულის ემოციებს ქმნიან.

დაწყებითი კლასების პედაგოგი, ნათია თვალიაშვილი EDU.ARIS.GE -სთან დღეს, 20 ნოემბერს საუბრობს.

იხილეთ ფოტო (პირველი ნაწილი):

ნათია მასწავლებელი მოგვითხრობს განხორციელებული აქტივობის შესახებ, რომელიც იმდენად მოეწონათ მის კოლეგებს, რომ ტრენდად მალე აქცევენ.

იხილეთ ფოტო (მეორე ნაწილი)

„ემოციების შესახებ ხშირად ვგეგმავ აქტივობებს, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა უფრო თავისუფლად გამოხატონ საკუთარი შინაგანი მდგომარეობა. ღიმილი ის ემოციაა, რომელიც განსაკუთრებით უხდებათ ჩემს პირველკლასელებს. ორიოდე დღის ჩავატარე ეს აქტივობა. ამოვბეჭდე მოსწავლის ღიმილის ემოცია და ვთხოვე პირველკლასელებს თავადაც გაეღიმათ. ბავშვებს  ღიმილის პროცესში გადავუღე ეს ფოტოები და შედეგად, ჩემი 26 მოსწავლის გულიანი პირველი ღიმილი კადრებში აღიბეჭდა. ვფიქრობ, ასეთი აქტივობები მოსწავლე-მასწავლებელს დაახლოებაშიც უფრო ეხმარება“, – აგვიხსნა ნათია მასწავლებელმა.

ასევე იხილეთ:

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში