4 საახალწლო ნაძვის ხე და გაზიარებული პასუხისმგებლობა – დირექტორი საკუთარი სკოლის გამოცდილების შესახებ გესაუბრებათ
„ნაძვის ხეები გუშინ დავდგით. ისე კი, საახალწლო მზადებას სკოლაში დეკემბრის პირველი რიცხვებიდან ვიწყებთ“, – ამის შესახებ თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ნინო გახარია EDU.ARIS.GE-ს დღეს, 16 დეკემბერს ესაუბრება. დირექტორი ნაძვის ხის მორთვის ორგანიზების გამოცდილებას გვიზარებს.
ნინო გახარია გვამცნობს, რომ სკოლის ნაძვის ხეებს არა სასწავლო დღეებში, არამედ კვირა დღეს რთავენ. ქალბატონი ნონო დეტალურად გვიმბობს, როგორ ორგანიზდება საზეიმო ღიონისძიება.
როგორ გამოიყურება თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მთავარი ნაძვის ხე:
იხილეთ ვიდეო
– ქალბატონო ნინო, როგორია ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია თქვენს სკოლაში? გაგვანდეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი
– ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია: ოთხივე სართული უნდა მოირთოს ერთ დღეს, 15 რიცხვამდე, ვარჩევთ კვირა დღეს. ერთდროულად ვრთავთ ყველა სართულს, ყველაზე ბოლოს კი ვრთავთ მთავარ ნაძვისხეს, რომელიც გრანდიოზულია და სკოლის შემოსასვლელში დგას.
ყველა ერთად ვანთებთ ყველა სართულის ნაძვის ხეს, მთავრთან ერთად. სკოლის თვითმმართველობა და მედიაკლუბი აორგანიზებს ამ ყველაფერს. გაწერილი აქვთ, რომელი ჯგუფი რომელ სართულს მორთავს. ისინი მონაწილეობენ საახალწლო ლორტილობოს შეძენის პროცესში. რამდენიმე მოსწავლე მიგვყავს თან და ერთდ ვარჩევთ ყველაფერ იმას, რასაც ვიდეოში ხედავთ.
მთავარ ნაძვის ხესთან ვდგამთ დიდ ყუთს, რომელშიც ვაგროვებთ ტკბილეულს. ეს არის ჩვენი ტრადიციული პროექტი „გავულამაზოთ ერთმანეთს დღეები” უკვე მე-5 წელია, რაც ამას ვაკეთებთ. შეგროვებულ ნობათს ვახარისხებთ და საშობაოდ ვარიგებთ ჩვენი უბნის შეჭირვებული ოჯახის ბავშვებისათვის.
ძვირფასო მკითხველებო, EDU.ARIS.GE არ ივიწყებს ჩვეულ ტრადიციას, დაელოდეთ სტატიების ციკლს სკოლების საახალწლო მორთულობისა და გამორჩეული ნაძვის ხეების შესახებ.
ასევე იხილეთ:
როცა 5 წლის ბავშვი მოსწავლე ხდება – როგორი უნდა იყოს ყურადღებიანი მშობლის დახმარების გეგმა