„4 წელი მანებივრებდნენ“ – ქუთაისელმა მეოთხეკლასელებმა დამრიგებელს დაუვიწყარი გაცილება მოუწყვეს (+ვიდეო/ფოტო)
„სიურპრიზებით 4 წელი მანებივრებდნენ. თბილი წერილები, თაიგულები, ტკბილეული, მიმღეროდნენ, ლექსებს მიძღვნიდნენ, მხატავდნენ და მძერწავდდნენ. ასე ხდება, როცა ქუთაისელ მოსწავლეებს ასწავლი და კლასში პატარა ხელოვანები სწავლობენ“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებელი, ეკა ქართველიშვილი მოუთხრობს და იმ ვიდეოებსა თუ ფოტოებს გვიზიარებს, რომელშიც ჩანს, როგორი შემოქმედებითი გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყვეს პედაგოგს პატარა არტისტებმა.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ვიდეო
ეკა მასწავლებელი იხსენებს, რომ მოსწავლეების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც მისი ჩაცმულობის სტილი და საჩუქარიც ასეთი შეურჩიეს – თოჯინა მისი გამორჩეული სამოსით. პატარებმა პედაგოგს საზეიმოდ გააფორმებული ტორტი ცეკვისა და სიმღერის ფონზე მიართვეს. ტორტზე მისი გამოსახულება და სიმბოლურად 26 მოსწავლე – ვარსკვლავი იყო გამოსახული.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 ივნისს სრულდება.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი



