72-ე სკოლის მოსწავლეებმა პიესა ,,მინდა შენს ბეჭებზე ვიდგე” წარმოადგინეს
2019 წელს ქ.თბილისის N72 საჯარო სკოლა ჩაერთო თეატრალურ კონკურსში ,,არტსკოლა”. კონკურსის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, თამარ ტალახაძემ დაწერა ღრმად ეროვნული სულისკვეთების მქონე პიესა ,,მინდა შენს ბეჭებზე ვიდგე” და თვითონ დადგა სპექტაკლი 72- ე სკოლის უნიჭიერესი მოსწავლეების მონაწილეობით.
სპექტაკლის ჩვენება გაიმართა პანტომიმის სახელმწიფო თეატრში და დაიმსახურა ძალიან კარგი შეფასებები კომპეტენტური ჟიურის მხრიდან.
სპექტაკლში ჩართული არაქართულენოვანი სექტორის მე-11 კლასის მოსწავლეები უნაკლოდ და თავისუფლად მეტყველებდნენ ქართულად, რამაც ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია.
“ველით შედეგებს,თუმცა რაც არ უნდა გადაწყვიტოს ჟიურიმ, ვფიქრობ, ამ ღონისძიებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ 72-ე სკოლაში უნიჭიერესი პედაგოგები მოღვაწეობენ, რომლებიც სამშობლოს მაღალი ეროვნული ღირებულებების მქონე მომავალ თაობას უზრდიან”, – აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ თამარ ტალახაძეს, სპექტაკლში მონაწილე მოსწავლეებს და უსურვებს წარმატებებს.
-
ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა გილოცავთ შობას და ახალ 2022 წელს! by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
პროექტი “გვიანი შემოდგომა” (ვიდეო) – სკოლა მერმისი by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა



