GE
25 ნოემბერი, 2024 11:57

9 გამოფენა 16 წლის ასაკში, ფრენბურთი და მაღალი შეფასებები – როგორია აქტიური მოსწავლის წარმატების გზა

„სასკოლო ცხოვრების მიღმაც მოსწავლე აქტიური უნდა იყოს და მუდმივად ეძებდეს საყვარელ საქმეს“, – ამის შესახებ მე-11 კლასის მოსწავლე, 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი, ელენე ელყანიშვილი EDU.ARIS.GE-ს დღეს, 25 ნოემბერს ესაუბრება.

ელენე იმ თანატოლების დახმარებას ცდილობს, რომლებმაც საყვარელი საქმე თუ საქმეები ჯერ ვერ იპოვნეს.

ჩვენი რესპონდენტი თბილისის 142-ე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, არის მხატვარი, ფრენბურთელი და მისდევს სპორტულ ცხოვრებას.

16 წლის ასაკში ელენეს საკუთარი ნამუშევრების უკვე 9 გამოფენა ჰქონდა.

„როცა აქტიური მოსწავლე ხარ, გინდა, ყველაფერი მოასწრო და დღის განრიგიც ასე გაქვს აწყობილი. ეს მარტივი ნამდვილად არ არის. თანატოლებს გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას:

გზავნილი თანატოლებსა და მშობლებს:

„სხვადასხვა ჟანრის და მიმდინარეობის ნახატები მაქვს, მაგრამ ბოლო დროს ხშირად ვხატავ ბუნების პეიზაჟებს. ალბათ იმიტომ, რომ ახლა კიდევ უფრო  განსაკუთრებით მიყვარს ბუნება თავისი მრავალფეროვნებით. თინეიჯერულ ასაკში მარტივი არ არის იპოვნო საყვარელი საქმე, რადგან ხშირად გეცვლება ინტერესები. ვფიქრობ, რომ ეს არაა პრობლემა, როცა მოსწავლეს უამრავი ინტერესები აქვს. უფრო პრობლემურია, როცა საერთოდ არ აქვს ინტერესები.

მშობლებო, მიეცით შვილებს მეტი თავისუფლება. თქვენ კი მოსწავლეებო, სცადეთ თავი ყველა საყვარელ საქმეში, არ იზარმაცოთ! გადახედეთ თქვენი დღის განრიგს და თუ ყველა დრო ათვისებული გაქვთ, მაშინ ნამდვილად შეძლებთ იყოთ წარმატებული“, – გვითხრა 16 წლის აქტიურმა მოსწავლემ.

ელენეს მიერ არის მოხატული საყვარელ სკოლის კედელი. ის ფიქრობს, რომ მოსწავლემ თავის ნიჭი და შესაძლებლობები სკოლასაც უნდა მოახმაროს, რადგან არაფორმალური განათლების მიუხედავად, სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტად განსაზღვრავს მის სამომავლო წარმატებას.

ასევე იხილეთ:

14 წლის ასაკში განხორციელებული პირველი ფრენა – მფრინავი სკოლის მოსწავლე თბილისიდან

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში