3 თებერვალი, 2025 11:30
„აბა, გავხსნათ სიტყვების ტომარა!“ – გაკვეთილზე მოსწავლეთა მობილიზების ეფექტური მეთოდი მასწავლებლისგან
რა შეიძლება მოიფიქროს კარგმა მასწავლებელმა იმისთვის, რომ მოსწავლე გაკვეთილზე მობილიზებული იყოს.
ამ საკითხზე დაწყებითი კლასების პედაგოგი, კარინა გოხინძე EDU.ARIS.GE -სთან საუბრობს და იმ მეთოდსაც გვიზიარებს, რომელსაც გაკვეთილზე მოსწავლეთა მობილიზებისთვის იყენებს.
მეთოდი:
– როცა მოსწავლე გაკვეთილზე ნაკლებად არის მობილიზებული, შენიშვნების მიცემის ნაცვლად, ჩაატრეთ გონების გამოსაფხიზლებელი აქტივობა. სახელწოდებით – „აბა, გავხსნათ სიტყვების ტომარა!“
აქტივობისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
- სიტყვების ბარათები – გააკეთეთ თავად, ფერად ფურცლებზე ამოწერეთ ყველა ის ახალი სიტყვა თუ ტერმინი, რომლებიც პატრებმა წინა გაკვეთილზე ისწავლეს.
- პატარა ტომარა – მოსწავლეებს დაავალეთ, ტომრიდან სათითაოდ ამოიღონ სიტყვები. თითოეულმა ამოიკითხოს ეს სიტყვა და განმარტოს ზეპირად, ან წერილობით, (რომელი მეთოდიც თავად სურთ).
„ამ აქტივობით, ბავშვები, გარდა იმისა, რომ კითხვაში ვარჯიშობენ, სწავლობენ ყურადღების მობილიზებას, მოსმენას, დაკვირვებას“, – აგვიხსნა მასწავლებელმა.
-
იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
„ლეგენდად ქცეული ქალები“ – სკოლა „პოლიგლოტში“ კონფერენცია გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„ნამდვილი გაკვეთილის“ ისტორია მოსწავლეებისთვის – რა ხდება, როცა კლასის ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო რესურსად იქცევა by სკოლების ამბები