„აია ჯესის“ მოსწავლეებმა ჰაერის ნაკადზე მორეაგირე ნათურა შექმნეს
სკოლა „აია ჯესმა“ მონაწილეობა მიიღო STEAM კონფერენციაში, რომელიც SEU-ში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და „ათასწლეულის ფონდის“ საგრანტო მხარდაჭერით გაიმართა.
სკოლის კლუბის, „ნორჩი აია-ჯესსელების“ წევრებმა, ანა ფაჯიშვილმა და ნიკოლოზ აფხაზავამ, კლუბის ხელმძღვანელ პავლე რუხაიასთან ერთად, ინოვაციური STEAM პროექტი წარადგინეს – ჰაერის ნაკადზე მორეაგირე ნათურა.
„ჩვენი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ შეგვექმნა „ჭკვიანი სახლისთვის“ ტაშის დაკვრაზე მორეაგირე ნათურის მოდელი. პროექტის შესრულების ძირითადი მიზანი ის იყო, რომ არდუინოს გამოყენებით აგვეწყო ელექტრული წრედი, რომლის საშუალებითაც ავანთებდით ან ჩავაქრობდით ნათურას. ამ მაკეტის შექმნის პროცესში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე შევძლებთ გავაკეთოთ ახალი, ავტომატური მართვისა თუ კონტროლის სისტემის მაკეტები ჭკვიანი სახლისთვის“, – ამბობს კლუბის ხელმძღვანელი.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS

