გიმნაზია „აია-ჯესს-ის“ მოსწავლეების წარმატებული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში
2 პროგრამის წარმატებული კვირეული ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელში მონაწილეობაც გიმნაზია „აია-ჯესს-ის“ 10-მა მოსწავლემ მიიღო!
Fulbright TEA პროგრამის ფარგლებში დამეგობრებულ სკოლასთან (Francis W. Parker Charter Essential School) გაცვლითი პროგრამა ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში ჩატარდა, სადაც მოსწავლეებს პარკერის სკოლის ოჯახები მასპინძლობდნენ. ერთად დავგეგმეთ კლასგარეშე ექსკურსიები, გაეცნენ ერთმანეთის კულტურას და საინტერესო პროექტებზე იმუსავეს.
ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირების პროექტშიც, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა და 5000 მონაწილეზე მეტი ესწრებოდა.
ასეთი მასშტაბური ღონისძიება სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა, რომლის დახმარებითაც ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნეს და შეიძინეს მნიშვნელოვანი კონტაქტები სამომავლო პროექტებისთვის.
რა თქმა უნდა, დაათვალიერეს ნიუ-იორკის საინტერესო, ამაღელვებელი ადგილებიც.
სკოლა მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს პროგრამის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის. მათ შორის, პარტნიორ სკოლებს, ამერიკის საელჩოს, მასპინძელ ოჯახებს და ჩვენს განსაკუთრებულ მოსწავლეებს!
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS