1 მაისი, 2019 17:44
აია-GESS-ის დელეგაციამ ლატვიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის დელეგაციამ 17-24 აპრილს ლატვიაში, ქ. რიგაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “Come Together” უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა.
პროგრამის ფარგლებში მათ მოინახულეს ძველი რიგა, იურმალა და სტოქჰოლმი. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში.
გარდა საქართველოსა, კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სხვა ქვეყნებიც. დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს სერთიფიკატები წარმატებული მონაწილეობისთვის. შეიძინეს ახალი მეგობრები და დიდი გამოცდილება.
კონფერენციის მონაწილეები: მარინა ხარიტონაშვილი, ანდრია ნადირაშვილი, თამაზ ზაქუტაშვილი, ნინო ქვრივიშვილი, მარიამ წივილაძე, ანა ცოცხალაშვილი, ნიკოლოზ ფიცხელაური, ავთანდილ თოდაძე და დავით გობეჯიშვილი.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



