30 სექტემბერი, 2025 14:05
AIA-GESS-ის ესპანური ენის მასწავლებელი Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში მონაწილეობდა
გიმნაზია AIA-GESS-ის ესპანური ენის მასწავლებელი სოფო მაისურაძე Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში „Inclusive Theatre Without Labels: Youth Taking the Stage“ მონაწილეობდა.
AIA-GESS-ის მიერ 28 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში გაიმართა და მასში ახალგაზრდები საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან მონაწილეობდნენ.
პროექტში AIA-GESS-ის კურსდამთავრებულები – მარიამ მიქაძე და მარიამ ფორჩხიძეც ჩაერთნენ.
მონაწილეებმა თეატრი გამოიყენეს, როგორც ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ინსტრუმენტი:
- ხმის, მოძრაობისა და სთორითელინგის ვარჯიშებით განივითარეს შემოქმედებითი უნარები;
- გუნდური მუშაობისა და იმპროვიზაციის პრაქტიკით მიიღეს ახალი გამოცდილება;
- დისკუსიებში იმსჯელეს ხელმისაწვდომობასა და თანასწორობაზე.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის გუნდი Solana Hackathon-ის გამარჯვებულია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS