15 ოქტომბერი, 2025 10:38
AIA-GESS-ის მასწავლებელი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კვლევით პროექტში მიიღებს მონაწილეობას
გიმნაზია AIA-GESS-ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სალომე ბზარაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ხუთთვიან კვლევით პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
AIA-GESS-ის მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სალომე მონაწილეობს „საქართველოს შემსწავლელი კვლევების გაცვლით პროგრამაში“ (Georgian Studies Research Exchange Program) და ერთადერთი ლიტერატორია, რომელიც გამარჯვებულთა შორის მოხვდა.
პროექტი სექტემბრიდან იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან.
„ვულოცავთ სალომეს ამ განსაკუთრებულ მიღწევას და ვუსურვებთ ნაყოფიერ კვლევით საქმიანობას ჰარვარდის უნივერსიტეტში“, – აცხადებენ გიმნაზიაში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS