11 მაისი, 2026 12:55
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე ელენე კაპანაძე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში – Arts University Bournemouth-ში ჩაირიცხა.
გიმნაზიის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ელენე სწავლას საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძობს.
„ჩემი წარმატება პირდაპირ კავშირშია იმ მრავალფეროვან საერთაშორისო პროექტებთან, რომლებსაც სკოლა გვთავაზობს. მადლობა მინდა გადავუხადო AIA-GESS-ს, რომელიც დამეხმარა ჩემი მომავლის მიზნებისა და ინტერესების პოვნაში“, – აღნიშნავს ელენე.
გიმნაზია მოსწავლეს ბრიტანეთში დიდ შემოქმედებით წარმატებას უსურვებს!
-
AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ესპანეთში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS