AIA-GESS-ის მოსწავლე ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლე ლუკა ფერიშვილი, UNICEF-ისა და BTU-ს პარტნიორობით გამართულ ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამაში – UPSHIFT, წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
გიმნაზიის მიერ 25 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 3-თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსის შემდეგ მონაწილეებმა საკუთარი სოციალური პროექტები „დემო დღეზე” წარადგინეს, საუკეთესო იდეები კი მინი გრანტებით დაჯილდოვდა.
პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით რელევანტური ცოდნის მიცემას, საჭირო უნარების განვითარებას და მათ დახმარებას სოციალური პრობლემების/გამოწვევების აღმოჩენასა და ინოვაციური გზებით გადაჭრაში.
„ვულოცავთ ლუკას ამ მნიშვნელოვან მიღწევას! სკოლა კვლავაც აგრძელებს მოსწავლეთა მხარდაჭერას მსგავს საგანმანათლებლო ინიციატივებში, რაც მათ პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში უწყობს ხელს“, – აცხადებენ AIA-GESS-ში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS