AIA-GESS-ის მოსწავლე Pennsylvania State University-ში ჩაირიცხა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლე მარიამ ჩუბინიძე Pennsylvania State University-ში ჩაირიცხა.
გიმნაზიის მიერ 21 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მარიამი უნივერსიტეტის ყველაზე პრესტიჟულ და კონკურენტულ კამპუსში – University Park-ში, Health Policy and Administration მიმართულებაზე ისწავლის.
„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს სკოლას. ეს არის ადგილი, სადაც ჩამოვყალიბდი იმ ადამიანად, რომელიც დღეს ვარ – სკოლა, სადაც ყველა მოტივირებულია, რომ სწორი ღირებულებები და მომავლის მიმართულება მისცეს ახალგაზრდებს. აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მომცა საფუძველი წინსვლისთვის. ულევი შესაძლებლობები, სრული მხარდაჭერა ყველა ახალ წამოწყებაში და საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერობის შესაძლებლობა – ეს არის AIA-GESS – სკოლა, რომლის მადლიერი ვიქნები მუდამ“, – ამბობს მარიამი.
Pennsylvania State University წარმოადგენს აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს, რომელსაც მინიჭებული აქვს R1: Very High Research Activity სტატუსი – უმაღლესი კვლევითი კატეგორია. ეს სტატუსი ასახავს უნივერსიტეტის მაღალი დონის აკადემიურ გარემოს, კვლევით შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან გავლენას ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის მეცნიერებები, ინოვაცია და საჯარო პოლიტიკა.
AIA-GESS ულოცავს მარიამს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მომავალ გზაზე წარმატებას უსურვებს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS