აია-GESS-ის მოსწავლეება Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვეს
გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეების გამარჯვება Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე
არიზონას შტატის ქ. ფინიქსში (აშშ), Intel-ISEF-ის პრესტიჟულ სამეცნიერო – საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყნის 2500 მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. I ადგილის სპეციალური ჯილდოს – „SPIE – Optics and Photonics Special Award” მფლობელები გახდნენ საქართველოს წარმომადგენლები – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელები – სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები დეა ილარიონოვა, შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე.
გამარჯვებულმა მოსწავლეებმა საერთაშორისო კონკურსზე წარადგინეს პროექტი „Health care – გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS