AIA-GESS-ის მოსწავლეები ესპანეთში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, სადაც ესპანური ენის ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.
გიმნაზიის მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სწავლება მიმდინარეობდა Inhispania-ს საერთაშორისო ენის სკოლაში, რომელიც სერვანტესის ინსტიტუტის მიერ არის აკრედიტებული, რაც სასწავლო პროცესის მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიღრმავეს ესპანური ენის ცოდნა, განივითარეს საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარები, ასევე უკეთ გაეცნენ ესპანეთის კულტურას, ისტორიასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს ესპანური ენის კურსის დასრულების საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა.
სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტებიც წარმოადგენდა. მოსწავლეები ეწვივნენ ისტორიულ ქალაქ ტოლედოს – ესპანეთის ყოფილ დედაქალაქს, რომელიც თავისი მდიდარი კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა. მათ ასევე დაათვალიერეს პრადოს მუზეუმი, სამეფო სასახლე, ალმუდენას ტაძარი, პუერტა-დელ-სოლი, პლასა მაიორი, გრან ვია და მადრიდის სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები.
აღნიშნული პროგრამა მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება იყო. მან ხელი შეუწყო არა მხოლოდ ესპანური ენის პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას, არამედ კულტურათაშორისი ცნობიერების ამაღლებას, საერთაშორისო გარემოში კომუნიკაციის უნარების განვითარებასა და პიროვნულ ზრდას.
AIA-GESS განაგრძობს ისეთი საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლა რეალურ კულტურულ გარემოში გამოცდილებად აქციონ.
-
„მისია: ნულოვანი ნარჩენი“ – AIA-GESS-ის მოსწავლეები გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივას შეუერთდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS