AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-მა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა.
AIA-GESS-ის მიერ 29 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, წელს, სამეცნიერო პიკნიკზე, სკოლა წარმოდგენილი იყო კლუბებით – „აიას ბიოლოგები”, Green Space და STEAM Club, რომლებმაც მონაწილეებს STEM მიმართულების სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობა წარუდგინეს.
„აიას ბიოლოგებმა” მონაწილეებს საინტერესო პრაქტიკული აქტივობა შესთავაზეს და ისინი ნამდვილ გამომძიებლებად აქციეს. მონაწილეები სხვადასხვა დავალების საშუალებით იკვლევდნენ დნმ-ს, ადგენდნენ თვალის ფერსა და თითის ანაბეჭდებს და საბოლოოდ დამნაშავის პორტრეტის შექმნის პროცესში ერთვებოდნენ.
Green Space-ისა და STEAM Club-ის წარმომადგენლებმა ასევე წარადგინეს STEM პროექტები და მეორადი რესურსების გამოყენებით შექმნილი საგანმანათლებლო და ინტერაქტიული აქტივობები, რომლებიც მონაწილეებს მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების პრაქტიკულად აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა.
AIA-GESS-ისთვის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის მეცნიერების პრაქტიკულ გარემოში გაცნობის, კვლევითი ინტერესების გაღრმავებისა და საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS