AIA GESS-ის მოსწავლეები ინგლისში გამართულ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდნენ
გიმნაზია AIA GESS-ის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ინგლისში გამართულ საგანმანათლებლო პროექტში. გიმნაზიის მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ყოველდღიურად ესწრებოდნენ ინგლისური ენის გაკვეთილებს პროფესიონალ პედაგოგებთან, მუშაობდნენ სხვადასხვა თემატურ პროექტზე და საღამოს არაფორმალური განათლების ფარგლებში დაგეგმილ შემოქმედებით და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობდნენ.
ყოველ მეორე დღეს ტარდებოდა საგანმანათლებლო ექსკურსიები – კენტერბერის, კემბრიჯისა და ლონდონის მიმართულებით. მოსწავლეებმა ლონდონის მთავარი ღირსშესანიშნაობები, კემბრიჯის კოლეჯები, ფიცუილიამის მუზეუმი და კენტერბერის უძველესი კათედრალი მოინახულეს. განსაკუთრებული ინტერესით წარიმართა ვიზიტი Canterbury Christ Church University-ში, სადაც ისინი შეხვდნენ უნივერსიტეტის აკადემიურ ხელმძღვანელს, დაესწრნენ პრეზენტაციას საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ და უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერეს.
პროექტში მონაწილეობდნენ: ბარბარე შეყლაშვილი, გიორგი გელენიძე, გაბრიელი დოხნაძე, ელენე ჩოგოვაძე, ელისაბედ გურგენიძე, ლაზარე დაუთაშვილი, ლილე შალამბერიძე, ლუკა ქსოვრელი, მარიამ ცაგარეიშვილი, მარიამ აბესაძე, მაშო მარტყოფიშვილი, ნენე ზუბაშვილი, ნინი გურგენაძე, ნინო ფანქველაშვილი, ანამარია ზედგინიძე, ნუცა დემეტრაშვილი და ნუცა გვრიტიშვილი. პროექტს თეონა გოქაძე და ნინო ჭანია ხელმძღვანელობდნენ.
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება – „ესპანური დღეები“ გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS