AIA GESS-ის მოსწავლეები ინტერაქტიულ ვორკშოფში მონაწილეობდნენ
გიმნაზია AIA GESS-ის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ ინტერაქტიულ ვორკშოფში, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ლიდერული, მეწარმეობრივი და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება იყო.
გიმნაზიის მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვორკშოფის განმავლობაში მოსწავლეებმა შეიმუშავეს ბიზნესსტრატეგიები, წარადგინეს მარკეტინგული იდეები და პრაქტიკულად განივითარეს ლიდერული, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები ინგლისურენოვან გარემოში.
ვორკშოფი ბრიტანული უნივერსიტეტისა და პარტნიორი სკოლების თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. მონაწილე მოსწავლეები მიწვეულნი არიან „ლიდერობის სამიტზე“, რომელიც გაიმართება 2025 წლის 29 ნოემბერს და სხვადასხვა სფეროდან წარმატებულ ახალგაზრდებსა და ლიდერებს გააერთიანებს.
მოსწავლეებს ასევე გააცნეს კონკურსი „Shark Tank“, რომელიც მიზნად მეწარმეობრივი აზროვნებისა და ინოვაციური იდეების წახალისებას ისახავს. მონაწილეები მოამზადებენ მინი ბიზნესგეგმებს და ფინალში ჟიურის წინაშე 15-წუთიან პრეზენტაციას წარადგენენ.
ვორკშოფს უძღვებოდნენ: ნინო ლობჟანიძე – ბიზნესის სკოლის დეკანი; ია გოისაშვილი – ბრიტანული უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლადი გამყრელიძე – მარკეტინგის მენეჯერი.
-
AIA-GESS-ის პედაგოგები პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ფორუმს დაესწრნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„კარიერული ინსპირაცია“ – AIA-GESS-ში „მშობელთა პანელი“ გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ჰამბურგში იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS