AIA-GESS-ის მოსწავლეები ისლანდიაში, საერთაშორისო სკაუტურ ბანაკში მონაწილეობდნენ
გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ისლანდიაში, საერთაშორისო სკაუტურ ბანაკში (Útilífsmiðstöð skáta Úlfljótsvatni (Úlfljótsvatn, Selfoss) მიიღეს მონაწილეობა.
გიმნაზიის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა ლიდერობის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარები განივითარეს.
ისლანდიის უნიკალურმა ბუნებამ – გლაციალურმა ველებმა, ვულკანურმა ლანდშაფტებმა და გამჭვირვალე ტბებმა ბანაკის დღეები დაუვიწყარ თავგადასავლად აქცია.
მოგზაურობამ, Golden Circle-ზე – გეიზერებთან, Gullfoss-ის ჩანჩქერზე და Þingvellir-ის ეროვნულ პარკში, გააფართოვა მათი ხედვა და კიდევ უფრო გააღრმავა ინტერესები ბუნებისა და კულტურული მრავალფეროვნების მიმართ.
ბანაკში მონაწილეობდნენ: ლიზი კბილაშვილი, ბარბარე კბილაშვილი, სიდონია ფოჩხუა, ელენე ჩაკვეტაძე, ირინა თოფურია, გიორგი წიკლაური, ბარბარე ეგრისელაშვილი, თეკლა თორია, თეკლა მესხი, ლუკა შატაიძე, ნიკოლოზ მახათაძე და გიორგი ონიაშვილი.
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS