აია GESS-ის მოსწავლეები მესამედ გახდნენ კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრის მფლობელები
2018 წლის 15 ნოემბერს გაიმართა გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალი და დაჯილდოების ცერემონია.
უკვე მესამედ აია GESS-ის მოსწავლეები გახდნენ კონკურსის გრანპრის მფლობელები.
“ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს დეა ილარიონოვას, მარინა და შორენა გუჯაბიძეებს ამ დიდ წარმატებას!”,- ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ფინალზე წარმოდგენილი 18 პროექტიდან 4 პროექტი აია ჯესსელებს ეკუთვნოდათ.
კონკურსის ფინალში მონაწილე პროექტები წარადგინეს: ნია გოგოხიამ, გვანცა ჯიქიამ, გიორგი გოგატიშვილმა, არჩილ მელიქიძემ, დავით ლომაურიძემ, სალომე ბეგიაშვილმა და თამარ ჯავაშვილმა.
კონკურსი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2010 წლიდან.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
-
სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია AIA-GESS-ში – ამჯერად სესია ინგლისურ ენაში გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გიმნაზია AIA-GESS ნიუ-იორკში გამართული GCMUN 2026-ის გამარჯვებულია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გრძელდება – მორიგი სესია ქართულ ენაში გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



