31 მარტი, 2026 15:08
AIA-GESS-ის მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ
გიმნაზია AIA-GESS-ის IVა კლასის მოსწავლეებმა, Green Space-ის კლუბის წევრებთან ერთად, განსაკუთრებული სითბოთი სავსე აქტივობა განახორციელეს – ისინი მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ და ეზო ხეხილის ნერგებით გაამწვანეს.
გიმნაზიის მიერ 30 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხეხილის ნერგებთან ერთად, მოსწავლეებმა ტკბილეული და პირველადი მოხმარების პროდუქტებიც შეიძინეს, რითაც მზრუნველობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო გამოხატეს.
„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს კეთილი ინიციატივა სრულად მათი ძალისხმევით განხორციელდა – ქველმოქმედებისთვის საჭირო თანხა თავადვე მოაგროვეს საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს“, – აცხადებენ AIA-GESS-ში.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS