AIA-GESS-ის მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით პარიზში იმყოფებოდნენ
გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები ოთხდღიანი საგანმანათლებლო ვიზიტით პარიზში იმყოფებოდნენ, ვიზიტის მთავარ ნაწილს კი ექვთიმე თაყაიშვილზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის გადაღება წარმოადგენდა.
გიმნაზიის მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსწავლეები მუშაობდნენ სცენარზე, იღებდნენ დოკუმენტურ მასალას და ისტორიულ მდებარეობებზე ფილმისთვის საჭირო ეპიზოდებს ასახავდნენ.
საგანმანათლებლო პროგრამა აუმჯობესებდა როგორც კვლევით, ისე შემოქმედებით უნარებს, ხოლო პარიზის კულტურულმა და ისტორიულმა გარემომ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.
ფილმზე მუშაობასთან ერთად, მოსწავლეებმა მოინახულეს ქალაქის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობები: ლევილის მამული, ლუვრის მუზეუმი, ვერსალის სასახლე, დისნეილენდი, ეიფელის კოშკი.
AIA-GESS-ის მოსწავლეებისთვის ეს იყო გამოცდილება, რომელმაც არა მხოლოდ ცოდნა და უნარები განავითარა, არამედ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებიც შექმნა – მოგზაურობა, რომელიც მომავალში მათ პროფესიულ და პიროვნულ ზრდას მნიშვნელოვნად დაეხმარება.
-
„მისია: ნულოვანი ნარჩენი“ – AIA-GESS-ის მოსწავლეები გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივას შეუერთდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS