AIA-GESS-ის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ჰამბურგში იმყოფებოდნენ
8-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ჰამბურგში იმყოფებოდნენ.
გიმნაზიის მიერ 21 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროგრამა კომპლექსურ ხასიათს ატარებდა და როგორც ერთკვირიან ინტენსიურ კურსს „Evolanguage School“-ის ენის ცენტრში, ასევე გერმანულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას მოიცავდა.
აღნიშნულმა ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციის ამაღლებასა და გერმანულ ენაზე კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დახვეწაში. აკადემიური კომპონენტის პარალელურად, განხორციელდა კულტურულ-შემეცნებითი ტურები: ევროპის უდიდესი საზღვაო ნავსადგური (Hamburger Hafen), ჰამბურგის რატუშა (Mairie), ელბის ფილარმონია (Elbphilharmonie) და სხვა არქიტექტურული ძეგლები.
ეს გამოცდილება მოსწავლეებისთვის არ შემოიფარგლა მხოლოდ ენის ცოდნის გაღრმავებით: ვიზიტმა ხელი შეუწყო მათი მოტივაციისა და თვითრწმენის ზრდას, ასევე ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლებასა და გერმანული კულტურისადმი პატივისცემის ჩამოყალიბებას.
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება – „ესპანური დღეები“ გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS