GE
12 ოქტომბერი, 2026 15:33

AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს

სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეებმა – ლილე შალამბერიძემ და სანდრო ლაგვილავამ, Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს.

გიმნაზიის მიერ 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 17 959 მონაწილიდან, საუკეთესო 12-ს შორის მოხვდა ლილე შალამბერიძე Hippo 3-ის მსოფლიო ფინალში, სანდრო ლაგვილავამ კი, რომელმაც მსოფლიო ფინალის საგზური პირდაპირ მოიპოვა, Little Hippo-ს 23 064 მონაწილეს შორის, მსოფლიოს TOP 20-ში დაიკავა ადგილი.

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და მადლობას ვუხდით AIA-GESS-ის პედაგოგებს, რომლებიც ყოველდღიურად ხელს უწყობენ მოსწავლეების ცოდნის, თავდაჯერებისა და მოტივაციის განვითარებას.

ლილე და სანდრო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას! თქვენ საქართველოს სახელი ღირსეულად წარმოაჩინეთ საერთაშორისო ასპარეზზე!“, – აცხადებენ სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში.

სკოლის სხვა ამბები

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS