22 მაისი, 2026 11:41
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo-ს ინგლისური ენის ოლიმპიადის მსოფლიო ფინალის საგზური მოიპოვეს
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ – ევროპა-აფრიკის კონტინენტურ ნახევარფინალში მიღწეული ბრწყინვალე შედეგების საფუძველზე, მოსწავლეებმა – სანდრო ლაგვილავამ და ლილე შალამბერიძემ, Hippo-ს ინგლისური ენის ოლიმპიადის მსოფლიო ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
გიმნაზიის მიერ 21 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, Hippo-ს მსოფლიო ფინალი მიმდინარე წლის სექტემბერში, იტალიის ულამაზეს ქალაქ სპოლეტოში გაიმართება.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ გამარჯვებას მსოფლიო ფინალში“, – აცხადებენ AIA-GESS-ში.
-
AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ესპანეთში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS