AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა IELO 2026-ში – ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც რუმინეთში გაიმართა და 14 ქვეყნის მოსწავლეებს საერთაშორისო აკადემიურ და კულტურულ გარემოში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
გიმნაზიის მიერ 15 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოლიმპიადის პროგრამა როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დავალებებს მოიცავდა, მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოევლინათ ინგლისური ენის ცოდნა, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები, შემოქმედებითი მიდგომა და საკუთარი იდეების ეფექტურად წარმოჩენის შესაძლებლობა.
განსაკუთრებული წარმატებით იასპარეზა AIA-GESS-ის გუნდმა B1 დონის გუნდურ პროექტში, სადაც პირველი ადგილი 100 ქულით დაიკავა. გუნდის წევრები არიან:
- ირაკლი ცაგარეიშვილი
- ნანიკო ჩიმჩიური
- მარიამ ჭუასელი
- ნინი ოქრაძე
B2 დონის გუნდურ პროექტში AIA-GESS-ის გუნდმა მეორე ადგილი 94 ქულით მოიპოვა. გუნდის წევრები არიან:
- კესო ღვინიაშვილი
- თორნიკე სიხარულიძე
- დავით ტყემალაძე
- გიორგი ჩილინგარაშვილი
ინდივიდუალურ კატეგორიაში Honorable Mention – ღირსების ჯილდო დაიმსახურეს:
- თეკლა კოშაძემ – 92.5 ქულა
- ნინი ოქრაძემ – 95 ქულა
ოლიმპიადაში ასევე წარმატებით იასპარეზეს ირაკლი ხურცილავამ, მარიამ ზაქაშვილმა და მარიკო ომიაძემ.
IELO 2026-ის მნიშვნელობა მხოლოდ აკადემიური შედეგებით არ შემოიფარგლება. საერთაშორისო გარემოში მონაწილეობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, ინგლისური ენა რეალურ კომუნიკაციაში გამოეყენებინათ, გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურებსა და ტრადიციებს, დაემყარებინათ ახალი მეგობრული კავშირები და უფრო თავდაჯერებულები გამხდარიყვნენ.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, ვამაყობთ თითოეული მათგანის მიღწევით და ვუსურვებთ კიდევ ბევრ ახალ შესაძლებლობასა და საერთაშორისო გამარჯვებას!
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით დელეგაციის ხელმძღვანელ მასწავლებლებს – თამარ უსანეთაშვილსა და ლალი ტერტერაშვილს, მოსწავლეების მხარდაჭერისა და საერთაშორისო ოლიმპიადაში მათი წარმატებული მონაწილეობის ხელშეწყობისთვის“, – აცხადებენ გიმნაზია AIA-GESS-ში.
-
AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ესპანეთში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS